საწვავის დისტრიბუციის ძირითადი ეტაპები
საწვავის დისტრიბუცია კომპლექსური პროცესია, რომელიც ისეთი მიმართულებების სწორად წარმართვასა და დაკავშირებას გულისხმობს, როგორებიცაა: ნავთობის გადამუშავება, შენახვა და ბენზინგასამართი სადგურების მომარაგება.
ნავთობის გადამუშავება: ამ სტადიაზე ნედლი ნავთობი გადის ძალიან მკაცრად და ზედმიწევნით შესრულებულ პროცესს, რის შემდეგადაც მანქანის საწვავად იქცევა.
ადგილობრივი რეზერვუარები: დამუშავებული საწვავის ტრანსპორტირება ადგილობრივ შესანახ ცენტრებში ხდება, მილსადენების ან ტანკერების მეშვეობით. ეს დისტრიბუციის საკვანძო ნაწილია, რადგან ბენზინის სწორად შენახვა ხარისხის მუდმივად კონტროლს გულისხმობს.
ბენზინგასამართი სადგურები: ამ ყველაფრის შემდეგ ადგილობრივი დისტრიბუტორები თავიანთი პარტნიორების ბენზინგასამართ სადგურებს ამარაგებენ. საბოლოო დანიშნულების ადგილი კი ავტომობილების ავზებია.
ლოჯისტიკური ხაზის სწორად აწყობა გადამწყვეტ მნიშვნელობას ატარებს ბენზინის უწყვეტი მომარაგების ციკლში. ერთი პატარა შეცდომაც კი უპატიებელია, რადგან როგორც წესი, დისტრიბუტორ კომპანიებს სხვადასხვა ინდუსტრიებისა და განსხვავებული ტიპის ავტომობილების მოთხოვნების დაკმაყოფილება უწევთ.