როგორ ხდება ბენზინის შენახვა?
იმპორტირებისა და მომარაგების გარდა, ბენზინის შენახვა ცალკეულად მნიშვნელოვანი პროცესია, რომელიც რამდენიმე ძირითად კომპონენტს მოიცავს:
მიღება და დარეზერვება - გადამამუშავებელი ქარხნებიდან ბენზინი ტონობით იგზავნება, რაც დიდ ცისტერნებში უნდა შეინახოს და ეტაპობრივად განაწილდეს ბენზინგასამართ სადგურებზე.
ხარისხის კონტროლი - უშუალოდ განაწილებამდე ბენზინი მკაცრ კონტროლს გადის, რათა კომპანია დარწმუნდეს, რომ ის აკმაყოფილებს უმაღლეს სტანდარტებს. ხარისხის კონტროლი მოიცავს ისეთ პროცესებს, როგორებიცაა: ოქტანობის შემოწმება და გოგირდის შემცველობის დონე საწვავში.
რეზერვის მენეჯმენტი - შესანახი ცენტრებისთვის ბენზინის მოცულობის კონტროლი მნიშვნელოვანია, რადგან მოთხოვნასა და მიწოდებას შორის ბალანსი სწორად უნდა იქნას დაცული. იმისათვის, რომ არ შეიქმნას დეფიციტი, კომპანიამ სწორად უნდა გათვალოს მოთხოვნა და იმის შესაბამისად დაგეგმოს რეზერვუარების შევსების გრაფიკი.